+995 32 ‎2 407 222

საერთაშორისო ონომასტიკური კონფერენცია – „ონომასტიკის თანამედროვე პრობლემები“

2022 წლის 9 და 10 დეკემბერს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახალციხეში, გაიმართა საერთაშორისო ონომასტიკური კონფერენცია „ონომასტიკის თანამედროვე პრობლემები“. კონფერენციის თანაორგანიზატორი სხვა სამეცნიერო და სასწავლო ცენტრებთან ერთად იყო სახელმწიფო ენის დეპარტამენტი.

კონფერენცია შერეული ფორმატით მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ქართველმა, ისე უცხოელმა მკვლევრებმა. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი.

კონფერენციაზე სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ სახელმწიფო ენის სტრატეგიაში საკუთარ (როგორც პირთა, ისე გეოგრაფიულ) სახელთა  მართლწერის პრობლემები ასახულია და გადაწყვეტის გზებიც მოძებნილია. მანვე ხაზი გაუსვა ონომასტიკური პრობლემების აკადემიურ სივრცეში განხილვის მნიშვნელობას შესაბამისი, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღების მიზნით.

კონფერენციაზე სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წარადგინეს მოხსენებები: მარინა ბერიძემ ისაუბრა სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამაში (სტრატეგიაში)  საკუთარი სახელების მართლწერისა და ტრანსლიტერაციის საკითხებზე; მაკა თეთრაძემ გეოგრაფიულ სახელთა სტანდარტიზაციასა და საერთაშორისო გამოცდილებაზე; ეთერ ჭურაძემ სოფიო კობიაშვილთან თანაავტორობით წარადგინა გეოგრაფიული პუნქტებისა და ობიექტების აღმნიშვნელი საგზაო წარწერების ანალიზი, ხოლო მარინა ბერიძესთან თანაავტორობით ისაუბრა სამისამართო სახელწოდებების მართლწერისა და ტრანსლიტერაციის განახლებულ რეკომენდაციებზე, რომლებიც სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა შეიმუშავა.

ამ დღეს ღონისძიებები არ არის