+995 32 ‎2 407 222

თანამშრომლობის მემორანდუმი საზოგადოებრივ მაუწყებელთან

 

სახელმწიფო ენის დეპარტამენტსა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია სახელმწიფო ენის განვითარება და მედიაში საქართველოს ენობრივი მრავალფეროვნების წარმოჩენა, ქართული სამეტყველო ენის ნორმების დადგენა, ახალი ტერმინების ქართული შესატყვისების განსაზღვრა და დამკვიდრება. სახელმწიფო ენის მართებული გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო ენის დეპარტამენტი და საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებენ სხვადასხვა საინფორმაციო და საგანმანათლებლო აქტივობებს.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა, და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.

 

აგვისტო 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031010203
04050607080910
11121314151617
18192021222324
25262728293031
01020304050607

ამ დღეს ღონისძიებები არ არის