+995 32 ‎2 407 222

სახელმწიფო ენის დეპარტამენტი

სახელმწიფო ენის დეპარტამენტი მწუხარებით იუწყება, რომ მოულოდნელად გარდაიცვალა პროფესორი ვიდას კავალიაუსკასი  - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, ლიეტუვის სახელმწიფოს პრეზიდენტის ორგზის ორდენოსანი,  საზღვარგარეთ მომუშავე ლიეტუვური ენის ლექტორებს შორის საუკეთესო ლექტორის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
ვიდას კავალიაუსკასმა დიდი წვლილი შეიტანა ლიეტუვურ ენაში ჩვენი ქვეყნის სახელად საქართველოს დამკვიდრების მოსამზადებელ სამუშაოებში. იგი იყო სახელმწიფო ენის დეპარტამენტის კონსულტანტი ქართულ ენაში ლიტვისთვის სახელის შეცვლაზე მუშაობის დროს.
ჩვენ დავკაგეთ ღირსეული მეგობარი და კოლეგა, საქართველოს და ლიეტუვის დიდი პატრიოტი.
სახელმწიფო ენის დეპარტამენტი თანაგრძნობას უცხადებს ვიდას კავალიაუსკასის ოჯახს, კოლეგებსა და მეგობრებს.
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829303101
02030405060708
09101112131415
16171819202122
23242526272829
30010203040506

ამ დღეს ღონისძიებები არ არის