დეპარტამენტის მოხალისეთა პროგრამის მონაწილეთა დაჯილდოვება
2023 წლის 22 ივლისს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს დეპარტამენტის მოხალისეთა პროგრამის მონაწილე შოთა რუსთაველის სახელობით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები:
გოჩა დავითაძე, ლილია თავდგირიძე, ნათია გიორბელიძე და დიანა ქარცივაძე.
მოხალისეებმა შეამოწმეს ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში განთავსებული საინფორმაციო და სარეკლამო აბრები და ამ ქუჩებზე არსებულ კვების ობიექტებში – მენიუები სახელმწიფო ენის გამოყენების თვალსაზრისით.
ამ დროისთვის შემოწმებულია 200-მდე ობიექტი;
ამჟამად მუშავდება შეკრებილი მონაცემები და კვლევის შედეგები გამოქვეყნდება დეპარტამენტის ვებგვერდზე;
არსებული ინფორმაციის საფუძველზე სახელმწიფო ენის დეპარტამენტი გამოავლენს დარღვევებს და დარღვევის გამოსწორების მიზნით გასცემს რეკომენდაციებს.
დაგეგმილია განმეორებითი მონიტორინგი.
დეპარტამენტი მადლობას უხდის შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მოხალისეებს თანამშრომლობისათვის.