+995 32 ‎2 407 222

სახელმწიფო ენის დეპარტამენტსა და შპს „„მცდარბეჭდილის საძმოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დაიდო

სახელმწიფო ენის დეპარტამენტსა და შპს „„მცდარბეჭდილის საძმოს“ შორის დაიდო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
ხელშეკრულების ფარგლებში შეიქმნება სპეციალური აპლიკაციის პროგრამული ინტერფეისი – API, რომელიც მომხმარებელს ერთი ენის ბგერითი სისტემით ჩაწერილი საკუთარი სახელების ქართული ენის ბგერითი სისტემით წარმოდგენის საშუალებას მისცემს დანიშნულებისამებრ; ამავე დროს ქართული ენის ბგერით სისტემას წარმოადგენს ლათინური გრაფიკით, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის შემუშავებულ და სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის მიერ დამტკიცებული ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის წესების საფუძველზე.
დღესდღეობით დეპარტამენტის მიერ განახლებული და სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის მიერ მიღებულია 13 ენის ბგერითი სისტემის ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის წესები და ქართული ენის ბგერითი სისტემის ლათინურად ტრანსლიტერაციის სახელმძღვანელო წესი (ჩამონათვალი იხილეთ აქ: http://enadep.gov.ge/index.php?m=125 ). აპი (აპლიკაციის პროგრამული ინტერფეისი) განთავსდება, როგორც დეპარტამენტის, ისე — „მცდარბეჭდილის საძმოს" ვებგვერდებზე და ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის.
ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის ავტომატური გადამყვანი მომხმარებელს საშუალებას მისცემს, სწორად ჩაწეროს ქართულად უცხოური წარმოშობის საკუთარი სახელები, მათ შორის, კომპანიების დასახელებები. „მცდარბეჭდილის საძმოს“ მიერ შექმნილი ქართული ენის კომპიუტერული მოდელი უდევს საფუძვლად spellchecker.ge -ს, რომელიც ქართულენოვანი ტექსტების მორფოლოგიურ და ორთოგრაფიულ სისწორეს ავტომატურად ამოწმებს.
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829303101
02030405060708
09101112131415
16171819202122
23242526272829
30010203040506

ამ დღეს ღონისძიებები არ არის