+995 32 ‎2 407 222

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ანგარიში მოისმინეს

 

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქალაქ მარნეულში სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა, კომიტეტის წევრებს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მუშაობის ანგარიში გააცნო. მან ყურადღება გაამახვილა ყველა იმ მიმართულებაზე, რომელზეც სახელმწიფო ენის დეპარტამენტი დაარსების დღიდან აქტიურად მუშაობს. გიორგი ალიბეგაშვილმა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარესა და წევრებს დიდი მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რაც სახელმწიფო ენის დეპარტამენტს მიმდინარე მოწვევის პარლამენტისგან აქვს.

გიორგი ალიბეგაშვილმა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებს გააცნო სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის (სტრატეგიის) ძირითადი მიზანი და ამოცანები. მან ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: ქართული ენის ნორმალიზაცია, ქართული ტერმინოლოგიის განვითარება, სახელმწიფო ენის გამოცდა, ქართული ენის გამოწვევები ციფრულ ეპოქაში. სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ასევე ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის (სტრატეგიის) 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმაზე.

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას თან ახლდა შეკითხვები და მსჯელობა, ერთი მხრივ, სახელმწიფო ენის დღევანდელი გამოწვევებისა და მათი დაძლევის გზების შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტისა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სამომავლო ნაყოფიერი თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

 

ამ დღეს ღონისძიებები არ არის