ენათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპის ასოციაციის მე-20 ყოველწლიური კონფერენცია
სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში 2023 წლის 11-13 ოქტომბერს გაიმართა ენათა ეროვნული ინსტიტუციების მე-20 ყოველწლიური კონფერენცია. კონფერენციაზე იმყოფებოდნენ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი თინათინ ბოლქვაძე. სახელმწიფო ენის დეპარტამენტი კონფერენციაზე მიწეული იყო ასოციაციის (EFNIL) ასოცირებული წევრის სტატუსით.
აღნიშნულ ღონისძიება მომავალ წელს გაიმართება თბილისში და მას სახელმწიფო ენის დეპარტამენტი უმასპინძლებს.