+995 32 ‎2 407 222

სამუშაო შეხვედრა ყაზახეთის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან

 

2023 წლის 23 ოქტომბერს სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა უმასპინძლა ყაზახეთის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს სამეცნიერო და პრაქტიკული ცენტრის დირექტორის მოადგილეს, მანშუქ მუყამეთყალისა და წამყვან მკვლევარს, თოლქინ აითქაზინასმხარეებმა განიხილეს ყაზახური ენისა და ყაზახეთის საგანმანათლებლო პოლიტიკის საკითხები, იმსჯელეს მათი განათლების სისტემის პრობლემებზე, სასკოლო სახელმძღვანელოების ახალი ტერმინოლოგიის მეთოდურ საფუძვლებსა და ენობრივი ტექნოლოგიების როლზე ენის სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის. შეხვედრაზე გამოითქვა სამომავლო თანამშრომლობისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარების სურვილი.

 

ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829303101
02030405060708
09101112131415
16171819202122
23242526272829
30010203040506

ამ დღეს ღონისძიებები არ არის