ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში
2024 წლის 15 აპრილს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი თეიმურაზ დოჭვირი და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე ქართული ენის დაცვა-განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა სსიპ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, რომელმაც წარადგინა მოხსენება „14 აპრილი და ქართული ენის წინაშე მდგარი გამოწვევები“.
ენათა ევროპული დღე
26
სექტემბერი
სექტემბერი