
ქართულენოვანი ბეჭდური მასალის გაციფრულების სტანდარტიზაციის საკითხებზე სადისკურსი პლატფორმის მეორე სამუშაო შეხვედრა
მიმდინარე წლის 19 აპრილს სახელმწიფო ენის დეპარტამენტში სახელმწიფო ენის 2021-2030 წლების ერთიანი პროგრამის (სტრატეგიის) 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში გაიმართა ქართულენოვანი ბეჭდური მასალის გაციფრულების სტანდარტიზაციის საკითხებზე სადისკურსი პლატფორმის მეორე სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის პარტნიორია ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა.შეხვედრაში მონაწილეობდნენ: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, თსუ-ის ბიბლიოთეკის, მონაცემთა ანალიზის ლაბორატორიის, საქართველოს ეროვნული არქივის წარმომადგენლები.შეხვედრაზე სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თანამშრომელმა, ზურაბ ბარათაშვილმა წარადგინა მოხსენება „გაციფრულების სტანდარტი“, რომელიც მოიცავდა ევროკავშირის მასშტაბით გაციფრულებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს.
აგვისტო 2025 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
28 | 29 | 30 | 31 | 01 | 02 | 03 |
04 | 05 | 06 | 07 | 08 | 09 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
01 | 02 | 03 | 04 | 05 | 06 | 07 |