+995 32 ‎2 407 222

ენათა ევროპული დღე

2001 წლიდან ევროსაბჭო და ევროკავშირი 26 სექტემბერს აღნიშნავენ ენათა ევროპულ დღეს, რომელიც მიზნად ისახავს ევროპაში გავრცელებული ენების დაცვას, პოპულარიზაციას, სწავლებასა და კვლევას. 
2024 წლის 26 სექტემბერს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი და ივანე ჯავახიშვილის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტი ენათა ევროპულ დღეს გამოეხმაურა საჯარო ლექციით, რომელიც წაიკითხა პროფ. თინათინ ბოლქვაძემ თსუ პირველი კორპუსის 206-ე აუდიტორიაში15.00 სთ-ზე . 
ლექციის თემა იყო ენობრივი სიტუაცია თანამედროვე საქართველოში და მისი მიმართება მსოფლიოში  საერთაშორისო ენების გამოყენების თანამედროვე პრაქტიკასთან.

ამ დღეს ღონისძიებები არ არის