+995 32 ‎2 407 222

სამაგისტრო ნაშრომის ჯილდოს კონკურსი

 

 

სამაგისტრო ნაშრომის ჯილდოს კონკურსს ყოველწლიურად აცხადებს ენის ეროვნულ ინსტიტუციათა ევროპის ფედერაცია (EFNIL) საუკეთესო სამაგისტრო ნაშრომის გამოსავლენად შემდეგ სფეროებში: ენის გამოყენება, ენობრივი პოლიტიკა, მრავალენოვნება. 2024 წლის კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ: იოანა პენა-ტარადელესი (პომპეუ ფაბრას უნივერსიტეტი, ესპანეთი), ველმოდ სიორდსტრა (გრონინგენის უნივერსიტეტი, ნიდერლანდები), ლისა-სოფი ნოიმეიერი (ვენის უნივერსიტეტი, ავსტრია).

კონკურსის ფარგლებში დაჯილდოვდება კვლევები ისეთ დარგებში, როგორებიცაა: ენის ბილინგვური  სწავლა, ენის სწავლების სტრატეგიები, ენის გამოყენება მრავალენოვან გარემოში, ენობრივი პოლიტიკის მიზნები და შედეგები, ენობრივი პოლიტიკის შედარებითი კვლევა, ენობრივი ტექნოლოგიები და მრავალენოვნება, თარგმანი და ზეპირი თარგმანი.

საკვლევი ენ(ებ)ი შეიძლება იყო ევროპის ნებისმიერი ეროვნული ენა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ინგლისური ისევ არის ერთ-ერთი ოფიციალური ენა).

სამაგისტრო ნაშრომი დაწერილი უნდა იყოს ევროკავშირის ან ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნების ენებზე (მათ შორის, ინგლისურზეც).

გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდებიან:

1.       EFNIL-ის სამაგისტრო ნაშრომის ჯილდოთი (1500 ევრო);

2.       EFNIL-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე მოწვევით (ყველა ხარჯის ანაზღაურებით), სადაც გამარჯვებული  წარადგენს ნაშრომს;

3.       EFNIL-ის ყოველწლიური კონფერენციის მასალებში ნაშრომზე დაფუძნებული სტატიის გამოქვეყნების შესაძლებლობით;

4.       სრული სამაგისტრო ნაშრომის EFNIL-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებით www.efnil.org.

 

განაცხადის წარდგენის ვადაა 2025 წლის 15 იანვარი.

დეტალური ინფორმაცია მონაწილეობის პირობებისა და გამარჯვებულის შერჩევის შესახებ იხილეთ აქ: Master's Thesis Award — European Federation of National Institutions for Language (efnil.org)

 

ამ დღეს ღონისძიებები არ არის