+995 32 ‎2 407 222

სოციოლინგვისტიკის მეორე საერთაშორისო საზაფხულო სკოლა

2025 წლის 21-26 ივლისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის სოციოლინგვისტიკის მეორე საერთაშორისო საზაფხულო სკოლა გაიმართა. ორგანიზატორები იყვნენ სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება.

გახსნის ცერემონიალში მონაწილეობას იღებდნენ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე საგარეო ურთიერთობების მიმართულებით, ბატონი ერეკლე ასტახიშვილი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, სკოლის ხელმძღვანელი თინათინ ბოლქვაძე და საზაფხულო სკოლის მოწვეული ლექტორები ნიდერლანდების, იტალიისა და აშშ- უნივერსიტეტებიდან.

საზაფხულო სკოლა ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდა და მასში მონაწილეობდნენ სტუდენტები თსუ-ისა და საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან, ასევე უცხოელი სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნიდან.

დარგის ცნობილი სპეციალისტები ლექციებზე და სტუდენტები პრეზენტაციებში მიმოიხილავდნენ საქართველოს ენობრივ სიტუაციას და ენობრივ პოლიტიკას, მეორე ენის სწავლებისა და ათვისების პრობლემებს, კავკასიის ენებს, მსოფლიოში მიმდინარე ენობრივ ტენდენციებს, ენათა კონტაქტებსა და ენობრივი პორტალების შედგენილობასა და შესაძლებლობლებს.

 

ამ დღეს ღონისძიებები არ არის