განათლების საერთაშორისო ცენტრსა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
მემორანდუმს ხელი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნუნუ მიცკევიჩმა და სსიპ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა მოაწერეს.
მემორანდუმების ფარგლებში სახელმწიფო ენის დეპარტამენტი განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტ კურსდამთავრებულებს დაეხმარება საქართველოს შრომით ბაზარზე ინტეგრირებასა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში. ასევე, ხელს შეუწყობს მათი დასაქმების, კარიერული განვითარებისა და პროფესიული ცოდნის გაღრმავებას, მათ შორის, საკუთრივ სახელმწიფო ენის დეპარტამენტში.