+995 32 ‎2 407 222

სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის (სტრატეგიის) უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა

2025 წლის 16 ივლისს გაიმართა 2021-2030 წლების სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის (სტრატეგიის) უწყებათაშორისი საბჭოს მორიგი სხდომა, რომელზეც საბჭოს წევრებმა სახელმწიფო ენის სტრატეგიის მაკოორდინებელი ორგანოს - სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად განიხილეს 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმა და სახელმწიფო ენის სტრატეგიის განხორციელების გზები.

 უწყებათაშორისი საბჭოს წევრები არიან: ყველა სამინისტროს წარმომადგენლები (მინისტრის მოადგილეები ) , სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სტრატეგიისა და დაგეგმვის სამსახურის უფროსი - თინათინ ბოლქვაძე. მათ გარდა სხდომას ესწრებოდნენ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სტრატეგიისა და დაგეგმვის სამსახურის დარგობრივი ექსპერტი ნატა ჩხაიძე და ანალიტიკოსი თათია ზუბიტაშვილი.

 სახელმწიფო ენის სტრატეგიის სამდივნომ აქტიურად იმუშავა სტრატეგიის 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმის საბოლოო ვარიანტის შექმნაზე. გადაწყვიტეს, 2021-2030 წლების სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის (სტრატეგიის) 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმა დასამტკიცებლად წარედგინოს საქართველოს მთავრობას.

ამ დღეს ღონისძიებები არ არის