+995 32 ‎2 407 222

ენობრივი ინსტიტუციების ევროპის ფედერაციის 22-ე კონფერენცია

2025 წლის 22-24 ოქტომბერს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და სტრატეგიისა და დაგეგმვის სამსახურის უფროსი თინათინ ბოლქვაძემ ერთობლივი მოხსენება წარადგინეს ენობრივი ინსტიტუციების ევროპის ფედერაციის 22-ე კონფერენციზე, რომელიც გაიმართა ვენის ავსტრიის ციფრული ჰუმანიტარიისა და კულტურული მემკვიდრეობის ცენტრში. კონფერენციის თემა იყო „ენობრივი ნორმები და ენობრივი სამართლიანობა მრავალენოვან სამყაროში – ისტორიული, პოლიტიკური და ლინგვისტური პერსპექტივები“.
გიორგი ალიბეგაშვილმა და თინათინ ბოლქვაძემ წაიკითხეს ერთობლივი მოხსენება „ქართული ენის სტანდარტიზაცია საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდებში“. მოხსენების სლაიდები აისახება  ენობრივი ინსტიტუციების ევროპის ფედერაციის საიტზე: https://efnil.org/conferences/2025-vienna/ მომავალ წელს გამოქვეყნდება კონფერენციაზე წარმოდგენილი სტატიების კრებულში.

ამ დღეს ღონისძიებები არ არის