საქართველოს კათალიკოს–პატრიარქი, მისი უწმინდესობა ილია მეორე
საქართველოს კათალიკოს–პატრიარქი, მისი უწმინდესობა ილია მეორე იყო უდიდესი მემკვიდრე ჩვენი ორი წინაპრისა – წმიდა გრიგოლ ხანცთელის და წმიდა ილია მართლის. მსგავსად ამ გამორჩეული მოღვაწეებისა, მისთვის უპირველესი სალოცავი იყო მამული, ენა, სარწმუნოება, რომლებსაც იგი სიცოცხლის ბოლომდე ემსახურებოდა და ჩვენც ამისკენ მოგვიწოდებდა.„შეისმინენ შენი უფალმან დღესა ჭირისა შენისასა, შემწე გეყავნ შენ სახელი ღმრთისა“, – წარმოთქვამს დავით ფსალმუნთმგალობელი. ის მწუხარება, რომელიც მთელ ქართველობას, და არა მხოლოდ მას, დაგვატყდა თავს, განუზომელია, თუმცა ნუგეშად ლოცვა გვევლინება დიდი სულიერი მამისა ღმრთის მიმართ საოხად და შემწედ.ქართველთა წარსულისთვის უმნიშვნელოვანესია თვალით ხილული მემკვიდრეობა – ორიგინალური თუ ნათარგმნი ტექსტები, ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები თუ ხატწერისა და კედლის მხატვრობის შედევრები, უმშვენიერესი ხელნაწერები და აგებული ტაძრები, მაგრამ არანაკლები მადლისაა ის ზეციური ლოცვანი, რომლებსაც საქართველოსთვის აღავლენენ ჩვენი წინაპრები.ილია მეორე შეემატა ამ დასს...