აფხაზური ენის ელექტრონული სწავლების კურსი
2025 წელს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშემწყობი სამეცნიერო კვლევითი საგრანტო კონკურსის SL-24-218 გამარჯვებული პროექტისთვის "აფხაზური ენის ელექტრონული სწავლების კურსის - A1 დონე" ააიპ ენაგრამამ შექმნა სპეციალური ვებსაიტი.
ამ სასწავლო კურსის მიზანია აფხაზური ენის A1 დონის სწავლება, რომელიც შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო ენის 2021-20230 ერთიან პროგრამის (სტრატეგიის) ერთ-ერთ ამოცანას - აფხაზური ენის ფუნქციონირებისა და პოპულარიზაციის მხარდაჭერას.
პროექტის ფარგლებში შექმნილი ელექტრონული კურსი დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს, სახლიდან გაუსვლელად, მათთვის მოსახერხებელ დროსა და ადგილას, სწავლის, სწავლებისა და შეფასების საერთო ევროპულ ჩარჩოს (CEFR) საფუძველზე, საწყის დონეზე (A1) შეისწავლონ აფხაზური ენა როგორც კომპიუტერით, ისე მობილური ტელეფონით.

აფხაზური ენის A1 დონის ელექტრონული სწავლების კურსი იხილეთ საიტზე: