+995 32 ‎2 407 222

სემინარი „საქმიანი მიმოწერისა და საზოგადეობასთან ურთიერთობის სწორად და სალიტერატურო ენის ნორმების დაცვით წარმართვა“

2026 წლის 27 მარტს სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა გამართა სემინარი რომელის მიზანი იყო დამსწრეებისათვის საქმიანი მიმოწერისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სწორად და სალიტერატურო ენის ნორმების დაცვით წარმართვის სწავლება. სემინარზე განიხილეს ქართული სალიტერატურო ენის ახალი და განახლებული ნორმები, სხვადასხვა ენის ბგერითი სისტემის ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის წესები და სხვადასხვა სახის კონვერტორები, რომლებიც მომზადდა სახელმწიფო ენის დეპარტამენტში. ისინი მომხმარებელს ხელს შეუწყობს ქართული და უცხოენოვანი ადამიანთა და გეოგრაფიული სახელების სწორად გამოყენებასა და მართებული ფორმების შერჩევაში. აგრეთვე, გავრცელებული შეცდომების თავიდან აცილებასა და აზრის ნათლად ჩამოყალიბებაში.

ამ დღეს ღონისძიებები არ არის