+995 32 ‎2 407 222

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სტრატეგია

13 მარტს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სტრატეგიაზე იმსჯელეს. კომიტეტზე სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა ისაუბრა. მისი განმარტებით, დეპარტამენტის ამოცანა არის სახელმწიფო ენის ფუნქციონირების ზედამხედველობა. ენის დეპარტამენტის თავმჯდომარის აზრით, განსაკუთრებული ყურადღება აფხაზური ენის განვითარებას, ემიგრანტი ქართველი ბავშვების მიერ მშობლიური ენისა და კულტურის შესწავლასა და საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების მიერ სახელმწიფო ენის დაუფლებას უნდა მიექცეს. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა სახელმწიფო ენის დეპარტამენტს მხარდაჭერა აღუთქვა და პარლამენტის წინა მოწვევის ყველა იმ დეპუტატს გადაუხადა მადლობა, ვინც „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის შემუშავებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კომიტეტი სამუშაო შეხვედრებსა და საჯარო განხილვებს სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან რეგულარულად გააგრძელებს და ხელს შეუწყობს როგორც ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს, ასევე არსებული კანონმდებლობის აღსრულებას სახელმწიფო ენის დასაცავად.

აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31010203040506
07080910111213
14151617181920
21222324252627
28293001020304
05060708091011

ამ დღეს ღონისძიებები არ არის