+995 32 ‎2 407 222

დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას „ანიდან ჰოემდე“

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი თბილისის საკრებულოში დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას „ანიდან ჰოემდე“ დაესწრო. მან საზოგადოებას ქართული ენის დღე მიულოცა, გაიხსენა 1978 წლის 14 აპრილი, როგორც ერთ-ერთმა მონაწილემ, და იქ განვითარებულ მოვლენებსა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დედაქალაქის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში გამოფენილი იყო პირველი ქართველი ქსილოგრაფისა და გრავიორის, ქართული გრაფიკის ფუძემდებლის გრიგოლ ტატიშვილის მიერ შექმნილი უნიკალური ქართული ანბანი „თაიგული“. ასევე ქართველი საზოგადო მოღვაწეების - დიმიტრი ყიფიანის, ილია ჭავჭავაძისა და იაკობ გოგებაშვილის პირადი საარქივო მასალები, ათი სხვადასხვა ავტორის მიერ შექმნილი ციფრული შრიფტები. ღონისძიებას ცენტრალური ხელისუფლების, დედაქალაქის მთავრობის, საკრებულოსა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829303101
02030405060708
09101112131415
16171819202122
23242526272829
30010203040506

ამ დღეს ღონისძიებები არ არის