
შეხვედრა არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელებთან
17 აპრილს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მერებს, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელებს შეხვდა. გიორგი ალიბეგაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს დეპარტამენტის სტრატეგია და სამომავლო გეგმები გააცნო. შეხვედრაზე ისაუბრეს აბრებსა და სარეკლამო ბანერებზე ქართულენოვანი წარწერების მოწესრიგებასთან დაკავშირებით და ერთობლივი მუშაობის სისტემაზე შეთანხმდნენ.
სახელმწიფო ენის დეპარტამენტი ყველა დაინტერესებულ პირს, თვითმმართველობებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს საკონსულტაციო-საინფორმაციო მომსახურებას სთავაზობს. მათ შეუძლიათ მიმართონ სახელმწიფო ენის დეპარტამენტს და შესაბამისი რეკომენდაციები მიიღონ. სსიპ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ცხელი ხაზი : 2 407 222

ქართული ენის ფესტივალი
მარტი

საერთაშორისო კონფერენცია ენები ციფრულ ერაში
ოქტომბერი