+995 32 ‎2 407 222

14 აპრილს დედაენის ბაღში გაიმართა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები

14 აპრილს დედაენის ბაღში გაიმართა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, რომელსაც სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი დაესწრო. საზოგადოებას საშუალება ჰქონდა დაეთვალიერებინა იაკობ გოგებაშვილის არქივზე დაყრდნობით მომზადებული საინფორმაციო ფოტობანერები. გაცნობოდნენ ილიას, აკაკისა თუ სხვა თანამედროვეთა მოგონებებსა და ჩანაწერებს იაკობ გოგებაშვილზე. მსურველებს შეეძლოთ, „დედაენის“ 1920 წლის გამოცემის სტამბური კლიშეების ასლების მეშვეობით, თავად დაებეჭდათ "დედაენის" გვერდები. გამოფენილი იყო დედაენისთვის შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების ორიგინალი სამუშაო ვერსიები, რეცენზიები „დედა ენის“ შესახებ და სოლომონ ასლანიშვილი-ბავრელის მიერ შექმნილი „დედაენა“. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ზიარებოდნენ კალიგრაფიის რთულ და შემოქმედებით საქმიანობას. გაიმართა წიგნების გამოფენა-გაყიდვა და რამდენიმე წიგნის პრეზენტაცია, რომელთა ავტორებმა საკუთარი შემოქმედებიდან ამონარიდები წაიკითხეს.

აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31010203040506
07080910111213
14151617181920
21222324252627
28293001020304
05060708091011

ამ დღეს ღონისძიებები არ არის