+995 32 ‎2 407 222

საქართველოს პარლამენტში დედაენის დღისადმი მიძღვნილი მიღება

11 აპრილს, დედაენის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტში მიღება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტისა და მთავრობის წევრები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, საჯარო და კერძო სექტორიდან მოწვეული სტუმრები, ეთნიკური ქართველები ფერეიდნიდან და თურქეთიდან.
დამსწრე საზოგადოებას მიესალმა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი. მან დეპარტამენტის ამოცანებზე ისაუბრა. საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ბოლო წლებში სახელმწიფო ენის დასაცავად განხორციელებული ღონისძიებები შეაჯამა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა სამომავლო ღონისძიებებზე, რომელიც დაგეგმილია ენის დასაცავად.


სტუმრებმა დაათვალიერეს 1978 წლის მოვლენების ამსახველი საარქივო მასალა, ტარას არქიმანდრიტის ნახატები, რომელთა საფუძველზეც შეიქმნა გოგებაშვილისეული დედაენის ანბანი, ოთარ ქანდარიას მიერ ქართული ანბანის ასო-ბგერებზე შექმნილი ორნამენტულ-დეკორატიული ნამუშევრები, ექსპოზიცია „ქართულისა და საქართველოს დარაჯი“, რომელიც იაკობ გოგებაშვილის პირადი არქივის ორიგინალებს მოიცავს.


დამსწრე საზოგადოება გაეცნო 1978 წლის 14 აპრილის ქრონოლოგიას, გამოხმაურებას საერთაშორისო საზოგადოებასა და პრესაში, ქართული ენის შენარჩუნებისა და სწავლების საკითხს ფერეიდანსა და თურქეთში. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართული ანბანის სამი სახეობა, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

აგვისტო 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031010203
04050607080910
11121314151617
18192021222324
25262728293031
01020304050607

ამ დღეს ღონისძიებები არ არის