
14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დედაენის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა
14 აპრილს დედაენის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა, სადაც სახელმწიფო ენის დეპარტამენტის დედაენის დღის საიუბილეო თარიღისადმი (1978-2018) მიძღვნილი მედლებითა და სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ ქართული ენის სწავლებასა და პოპულარიზებაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები:
ისპაჰანის ენების ცენტრის ქართული ენის მასწავლებელი ჰუსეინ მიქელანი (მიქელაძე), ვლადიკავკაზის აკაკი წერეთლის სახელობის მე-19 (ქართული) საშუალო სკოლის დირექტორი ეთერ ფიცხელაური, ფერეიდანში ქართული წერა-კითხვის ხელშემწყობი, ქართული ლიტერატურის გამავრცელებელი ალი რეზა რაჰიმი (რეზო დავითაშვილი); დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჯასტინ მაკენზი სმიტი, საზოგადოებრივი მაუწყებლობა აფხაზურენოვანი „მთავარის“ რედაქტორი, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტის – რადიო „ჰარა“ დიქტორი ესმა კოკოსკერია; ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნუნუ დევნოზაშვილი; მარნეულის N3 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე მაჰდი მამედოვი; ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანა კარაპეტიანი; რაგბის ქართული ტერმინების შემქმნელი ზაალ გიგინეიშვილი.
დედაენის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე და მოწვეული სტუმრები.
აპრილი 2025 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
31 | 01 | 02 | 03 | 04 | 05 | 06 |
07 | 08 | 09 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 01 | 02 | 03 | 04 |
05 | 06 | 07 | 08 | 09 | 10 | 11 |