+995 32 ‎2 407 222

14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დედაენის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

14 აპრილს დედაენის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა, სადაც სახელმწიფო ენის დეპარტამენტის დედაენის დღის საიუბილეო თარიღისადმი (1978-2018) მიძღვნილი მედლებითა და სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ ქართული ენის სწავლებასა და პოპულარიზებაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები
ისპაჰანის ენების ცენტრის ქართული ენის მასწავლებელი ჰუსეინ მიქელანი (მიქელაძე), ვლადიკავკაზის აკაკი წერეთლის სახელობის მე-19 (ქართული) საშუალო სკოლის დირექტორი ეთერ იცხელაური, ფერეიდანში ქართული წერა-კითხვის ხელშემწყობი, ქართული ლიტერატურის გამავრცელებელი ალი რეზა რაჰიმი (რეზო დავითაშვილი); დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჯასტინ მაკენზი სმიტი, საზოგადოებრივი მაუწყებლობა აფხაზურენოვანიმთავარისრედაქტორი, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტისრადიოჰარადიქტორი ესმა კოკოსკერია; ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნუნუ დევნოზაშვილი; მარნეულის N3 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე მაჰდი მამედოვი; ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანა კარაპეტიანი; რაგბის ქართული ტერმინების შემქმნელი ზაალ გიგინეიშვილი.
დედაენის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე და მოწვეული სტუმრები.

ამ დღეს ღონისძიებები არ არის