+995 32 ‎2 407 222

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორ კახა სამხარაძესთან

25-26 აპრილს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორ კახა სამხარაძესთან ერთად ახალციხეში მხარის მუნიციპალიტეტების მერებს, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანი დეპარტამენტის სტრატეგიისა და სამომავლო გეგმების გაცნობა იყო. დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ანალოგიური შეხვედრა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაშიც გამართეს, სადაც სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორ კახა სამხარაძესთან, ნინოწმინდა-ახალქალაქის                                     მაჟორიტარ დეპუტატ ენზელ მკოიანთან, ახალქალაქისა და ნინოწმინდის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან ერთად, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში აბრებსა და ბანერებზე ქართულენოვანი წარწერების მოწესრიგებაზე იმსჯელეს.

ივლისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30010203040506
07080910111213
14151617181920
21222324252627
28293031010203
04050607080910

ამ დღეს ღონისძიებები არ არის