თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
11 ივნისს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი და დეპარტამენტის თანამშრომლები სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის წევრის, პროფესორ რამაზ ქურდაძის წიგნის პრეზენტაციას დაესწრნენ.
წიგნის წარდგენა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
წიგნის დასახელებაა: ქართული ენა 1, ქარული ენის პრაქტიკული კურსი უცხოელთათვის.
ღონისძიება ეძღვნებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს.