+995 32 ‎2 407 222

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს მარიამ ჯაშს შეხვდა

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს მარიამ ჯაშს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაში დეპარტამენტის ექსპერტთა კომისიის თავმჯდომარე მერაბ ჩუხუა და დეპარტამენტის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. გიორგი ალიბეგაშვილმა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიმდინარე საქმიანობასა და უახლოეს გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრაზე განიხილეს, ასევე, ქართული ენის სტანდარტიზაციისა და ტრანსლიტერაციის პრობლემებთან დაკავშირებული საკითხები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ევროკავშირისა და გაეროს სამუშაო ენების ბგერითი სისტემის ქართულ ენაზე და, პირიქით, ქართული ენის ბგერითი სისტემების ევროკავშირისა და გაეროს სამუშაო ენებზე ტრანსლიტერაციის წესების შემუშავება და დახვეწა, რაც აუცილებელია საერთაშორისო სავაჭრო, სამხედრო და კულტურული მიმართულების ორგანიზაციებთან სრულფასოვანი ურთიერთობისათვის. სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ექსპერტთა კომისია მუშაობს ქართული ენის სწავლის, სწავლებისა და შეფასების სტანდარტზე, რომელიც საერთო ევროპულ რეკომენდაციათა ჩარჩოს შეესაბამება.

აგვისტო 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031010203
04050607080910
11121314151617
18192021222324
25262728293031
01020304050607

ამ დღეს ღონისძიებები არ არის