+995 32 ‎2 407 222

საერთაშორისო კონფერენცია „საერთაშორისო ტერმინოლოგია: თარგმნა და სტანდარტიზაცია“

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე ბატონი გიორგი ალიბეგაშვილი და დეპარტამენტის თანამშრომლები დაესწრნენ 2018 წლის 5-6 ოქტომბერს გამართულ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოების ერთობლივ საერთაშორისო კონფერენციას „საერთაშორისო ტერმინოლოგია: თარგმნა და სტანდარტიზაცია“. კონფერენციის მსვლელობისას განიხილეს საბჭოთა პერიოდის ტერმინოლოგიური პრობლემები და თანამედროვე გამოწვევები; კერძოდ, დარგობრივი (ლინგვისტური, სამართლის, საზღვაო, სამხედრო, კომპიუტერული და ვირტუალურ ვალუტასთან დაკავშირებული) ტერმინოლოგიის თარგმანისა და სტანდარტიზაციის საკითხები; ტრადიციული ტერმინოლოგიური ლექსიკონების, თანამედროვე ტერმინოლოგიური კორპუსებისა და თეზაურუსების შედგენის მეთოდები.

აგვისტო 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031010203
04050607080910
11121314151617
18192021222324
25262728293031
01020304050607

ამ დღეს ღონისძიებები არ არის