+995 32 ‎2 407 222

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი სამხრეთ კავკასიიდან გერმანელების დეპორტაციისადმი მიძღვნილ ხსოვნის ღონისძიებას დაესწრო

9 ოქტომბერს ევანგელურ-ლუთერული შერიგების ეკლესიაში გაიმართა სამხრეთ კავკასიიდან გერმანელების დეპორტაციისადმი მიძღვნილი ხსოვნის ღონისძიება, რომელსაც საქართველოს გერმანელთა ასოციაცია ,,აინუნგის“ პრეზიდენტთან, დოქტ. გარი გუსტავთან და გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ელჩის მოადგილესთან პოლიტიკის, კულტურისა და პრესის საკითხებში, ბატონ მიხაელ ფაბრისთან ერთად დაესწრო სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ დამსწრენი გაეცვნენ საქართველოში გერმანელების 200-წლიან ცხოვრების ისტორიას, ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს როგორც წარსულში, ასევე მიმდინარე პროცესებში. აღინიშნა, რომ გერმანია ყოველთვის იქნება საქართველოს მეგობარი ქვეყანა დემოკრატიზაციის, პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური განვითარების გზაზე.

ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829303101
02030405060708
09101112131415
16171819202122
23242526272829
30010203040506

ამ დღეს ღონისძიებები არ არის