+995 32 ‎2 407 222

16 ოქტომბერს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ექსპერტთა კომისიის მორიგი სამუშაო სხდომა ჩატარდა

სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა, როგორც ენობრივი პოლიტიკის განმსაზღვრელმა ორგანომ, დაიწყო ქართული ენის სწავლის, სწავლებისა და შეფასების ზოგადი სტანდარტის ძირითადი დოკუმენტის შემუშავება, რომელიც დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს მთავრობას. 2018 წლის 16 ოქტომებრს გაიმართა ექსპერტთა კომისიის მორიგი სამუშაო სხდომა. ქართული ენის ფლობის დონეების ზოგადი სტანდარტის  დამტკიცება ხელს შეუწყობს ქართული ენის სწავლის, სწავლებისა და შეფასების ერთიანი სისტემის ამოქმედებას, რომელიც  შემდგომში სხვადასხვა სახის დეტალური სასწავლო აღწერილობებს დაედება საფუძვლად. სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა დოკუმენტის მოსამზადებლად შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობს დარგის ორმოცამდე სპეციალისტი. მათ  შენიშვნებზე დაყრდნობით ჩამოყალიბდება საბოლოო დოკუმენტი.

აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31010203040506
07080910111213
14151617181920
21222324252627
28293001020304
05060708091011

ამ დღეს ღონისძიებები არ არის