+995 32 ‎2 407 222

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სპეციალისტებმა მაკა თეთრაძემ და ნიკო ქელბაქიანმა საფრთხის ქვეშ მყოფი ენების დოკუმენტირების საშემოდგომო სკოლაში მიიღეს მონაწილეობა

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სპეციალისტებმა მაკა თეთრაძემ და ნიკო ქელბაქიანმა ორგანიზატორთა მოწვევით საფრთხის ქვეშ მყოფი ენების დოკუმენტირების საშემოდგომო სკოლაში მიიღეს მონაწილეობა. აღნიშნული საშემოდგომო სკოლა 11-18 ოქტომბერს ლონდონის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობისა და აფრიკანისტიკის სკოლის საფრთხის ქვეშ მყოფი ენების დოკუმენტაციის პროგრამისა და ლაიბნიცის ზოგადი ენათმეცნიერების ცენტრის ორგანიზებით ქალაქ ბერლინში გაიმართა. ამ საშემოდგომო სკოლის ფარგლებში დოკუმენტური ლინგვისტიკის წამყვანმა მეცნიერებმა ჩაატარეს სემინარები აუდიო-ვიდეო ჩაწერაზე, მათ დამუშავებასა და გაშიფვრაზე, ლინგვისტურ ანალიზზე, ენის პოლიტიკის პრობლემებზე, ლექსიკოლოგიისა და მორფოსინტაქსის რიგ საკითხებზე, ენის დოკუმენტირებასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. საშემოდგომო სკოლაში მონაწილეობას იღებდნენ მკვლევრები ირანიდან, პაკისტანიდან, ტაჯიკეთიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, მაროკოდან და იემენიდან. საშემოდგომო სკოლის ფარგლებში ენის დოკუმენტირების კუთხით შეძენილი ცოდნა აუცილებელია ენის დოკუმენტირებისა და ენობრივი მრავალფეროვნების შენარჩუნების პროგრამების ხელშეწყობისათვის და ამ მიმართულებით პოლიტიკის შესამუშავებლად.

აგვისტო 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031010203
04050607080910
11121314151617
18192021222324
25262728293031
01020304050607

ამ დღეს ღონისძიებები არ არის