+995 32 ‎2 407 222

ქალაქ ბერლინში ლაიბნიცის ზოგადი ენათმეცნიერების ცენტრში ირანის საფრთხის ქვეშ მყოფი ენების საერთაშორისო სიმპოზიუმი ჩატარდა

19-20 ოქტომბერს  კონფერენცია „ენობრივი კუნძულები და ენობრივი კონტაქტები ირანში“. კონფერენციაზე წარდგენილი 14 მოხსენებიდან 6 მოხსენება ქართულ ენობრივ კუნძულს - ფერეიდნულ დიალექტს შეეხებოდა. აღნიშნული 6 მოხსენება ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა წარადგინეს, მათ შორის სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სახელმწიფო ენის ფუნქციონირების ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა მარინა ბერიძემ. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: ლონდონის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობისა და აფრიკანისტიკის სკოლის საფრთხის ქვეშ მყოფი ენების დოკუმენტაციის პროგრამა, ლაიბნიცის ზოგადი ენათმეცნიერების ცენტრი, ფრანკფურტის იოჰან ვოლფგანგ გოეთეს უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ირანულ მეცნიერებათა ინსტიტუტი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის სემიტურ და არაბულ მეცნიერებათა სემინარი და ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის თურქოლოგიის ინსტიტუტი.

ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829303101
02030405060708
09101112131415
16171819202122
23242526272829
30010203040506

ამ დღეს ღონისძიებები არ არის