+995 32 ‎2 407 222

საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტსა და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2018 წლის 26 ნოემბერს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტსა და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციას შორის. დოკუმენტის მიხედვით:მხარეები მოამზადებენ სხვადასხვა ერთობლივ პროექტსა და სამეცნიერო კვლევას. მონაწილეობას მიიღებენ სალექციო კურსების, ერთობლივი სასწავლო პროგრამებისა და საგანმანათლებლო პროექტების მომზადებაში სწავლების ყველა დონეზე და უწყვეტი განათლების სასწავლო კურსების მომზადებასა და სწავლებაში. გამართავენ ერთობლივ თემატურ კონფერენციებსა და სამეცნიერო, სასწავლო სემინარებს. ორგანიზებას გაუწევენ სახელმწიფო ენის შემსწავლელ სეზონურ სკოლებსა და სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო ღონისძიებებს, რომლებიც ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების დაცვას, აგრეთვე სამოქალაქო ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.️ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის პრეზიდენტმა კონსტანტინე თოფურიამ.

ამ დღეს ღონისძიებები არ არის