+995 32 ‎2 407 222

საერთაშორისო კონფერენცია ენები ციფრულ ერაში

სახელმწიფო ენის დეპარტამენტი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და პატრონაჟით, ენობრივი ტექნოლოგიების ევროპულ ცენტრ "ტილდესთან" თანამშრომლობით, მართავს საერთაშორისო კონფერენციას ენები ციფრულ ერაში: თანამედროვე ტექნოლოგიები მწირრესურსებიანი ენებისთვის“.

კონფერენციის მიზანია, განიხილოს ქართულისა და სხვა მწირრესურსებიანი ენებისათვის ახალი ტექნოლოგიების შექმნის საკითხი და ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით სხვა ქვეყნების გამოცდილება; ასევე, ქართული ენის ტექნოლოგიზების მიზნით გააერთიანოს დარგის გამორჩეული მეცნიერები და ქვეყნის სამთავრობო და საკანონმდებლო უწყებების წარმომადგენლები. კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ, როგორც ქართველი მეცნიერები, ასევე მკვლევრები ლატვიიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, რუსეთის ფედერაციიდან, სამხრეთი აფრიკიდან და ინდოეთიდან. კონფერენციაზე მოწვეული სტუმრის სტატუსით მოხსენებას წაიკითხავენ: ლანკასტერის უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი, კორპუსლინგვისტიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო მკვლევარი - ტონი მაკენერი, ლიდზის უნივერსიტეტის პროფესორი, კორპუსლინგვისტიკისა და კომპიუტერული ლინგვისტიკის გამორჩეული წარმომადგენელი - სერგეი შაროვი, ევროპული კომპანია "ტილდის" აღმასრულებელი დირექტორი, კომპიუტერული მეცნიერებების მკვლევარი, ექსპერტი - ანდრეის ვასილიევსი და კომპიუტერული მეცნიერებების დოქტორი, ლატვიის უნივერსიტეტის პროფესორი ინგუნა სკადინა.

კონფერენციის მხარდამჭერები არიან:

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;

 შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდი;

 ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო;

 ლატვიის სტანდარტი;

 საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო.

 კონფერენცია გაიმართება 7 და 8 ოქტომბერს ზუმის პლატფორმაზე. დასწრება თავისუფალია. 

კონფერენციის პროგრამა   :ჩამოტვირთვა

აგვისტო 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031010203
04050607080910
11121314151617
18192021222324
25262728293031
01020304050607

ამ დღეს ღონისძიებები არ არის