+995 32 ‎2 407 222

საჯარო ლექცია კაჭრეთის კოლეჯ „აისში“

2022 წლის 27 აპრილს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ალიბეგაშვილმა და სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსმა თინათინ ბოლქვაძემ წაიკითხეს საჯარო ლექცია კაჭრეთის კოლეჯ „აისში“  სახელმწიფო ენის საკითხებთან დაკავშირებით. ლექციას ესწრებოდნენ გურჯაანის მერიის წარმომადგენლები,  კოლეჯ „აისის“ დირექტორი მალხაზ ასლამაზაშვილი, დირექტორის მოადგილე, მაია ქიტიაშვილი,  გურჯაანის სკოლისა და კოლეჯ „აისის“ მოსწავლეები და მასწავლებლები. ლექციაზე განიხილეს ქართული ენის წინაშე მდგარი სირთულეები და მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო ენის სტრატეგია; მისი მიზანი და ძირითადი ამოცანები; სახელმწიფო და უმცირესობათა ენები და მათი მიმართება საქართველოში; ენათა კვლევის, სწავლებისა და დაცვის საკითხები; ენობრივი ტექნოლოგიების სიმწირე და მათი განვითარების აუცილებლობა; ქართული ენა და საერთაშორისო ენები. სპეციალურად გაამახვილდა ყურადღება რეკლამისა და სახელმწიფო ენის კანონების მიმართებაზე; რეკლამის კანონის გაუმჯობესების აუცილებლობაზე; აგრეთვე, ნასესხები ლქსიკა თანამედროვე ქართულში ნასესხები ლექსიკის შემოსვლისა და დაამკვიდრების გზებზე და ; ბარბარიზმებისგან ქართული ენის დაცვის გზებზე.
ლექციის შემდეგ მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა დასვეს კითხვები. გაიმართა საინტერესო მსჯელობა ქართული ენის წინაშე მდგარი სირთულეების თაობაზე.

აგვისტო 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031010203
04050607080910
11121314151617
18192021222324
25262728293031
01020304050607

ამ დღეს ღონისძიებები არ არის