+995 32 ‎2 407 222

სამეცნიერო კონფერენცია ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საერთაშორისო ორგანიზაცია „ინტერნეტსაზოგადოება საქართველოს“ ორგანიზებითა და საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით 19-20 სექტემბერს ჩატარდება VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები 2022 – ტექნოლოგიები მრავალენოვანი ინტერნეტისთვის (LMT2022). 

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ენის ტექნოლოგიებისა და ციფრული ჰუმანიტარიის ფართო პრობლემატიკა. კონფერენციის მიზანია მრავალენოვანი ინტერნეტის იდეის ტექნოლოგიური და სამეცნიერო კონცეფციების, ქართველური ენებისა და, ზოგადად, ლინგვისტიკის პრობლემების ენის თანამედროვე ტექნოლოგიების ფონზე გააზრება, ციფრული რესურსების, ლექსიკოგრაფიული ბაზების, კორპუსების შექმნის, განვითარებისა და გამოყენების საკითხები, აგრეთვე, საერთაშორისო  გამოცდილების  ურთიერთგაზიარება ტექსტური  კორპუსების,  ელექტრონული ლექსიკოგრაფიული პროდუქციის, სასწავლო მასალების შექმნისა და ახალი ამოცანების შესახებ კორპუსლინგვისტიკის, ენის კომპიუტერული მოდელირების, ავტომატური თარგმანის, ენის ელექტრონული სწავლა/სწავლებისა და დოკუმენტირების სფეროში.


ამ დღეს ღონისძიებები არ არის