+995 32 ‎2 407 222

ქართული ენის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოფენა-პრეზენტაცია

2023 წლის 7 და 8 აპრილს, ქართული ენის დღის აღსანიშნავი კვირეულის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში (ჭავჭავაძის გამზ. #1) გაიმართება ქართული ენის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოფენა-პრეზენტაცია.

ქართული ენის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოფენის მიზანია, თავი მოუყაროს ქართული ენისათვის შექმნილ არსებულ სამეცნიერო-საგანმანათლებლო და კომერციულ რესურსებს, რათა გამოვლინდეს და შეჯამდეს ქართული ენის თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობების საერთო სურათი და დაისახოს ქართული ენის ტექნოლოგიზაციის ხარისხის ამაღლების პერსპექტივები.

ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხოლო თანაორგანიზატორები არიან: სახელმწიფო ენის დეპარტამენტ და დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია - საქართველო“.

 

გამოფენა-პრეზენტაციის პროგრამა

აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31010203040506
07080910111213
14151617181920
21222324252627
28293001020304
05060708091011

ამ დღეს ღონისძიებები არ არის