ქართული ენის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოფენა-პრეზენტაცია
2023 წლის 7 და 8 აპრილს, ქართული ენის დღის აღსანიშნავი კვირეულის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში (ჭავჭავაძის გამზ. #1) გაიმართება ქართული ენის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოფენა-პრეზენტაცია.
ქართული ენის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოფენის მიზანია, თავი მოუყაროს ქართული ენისათვის შექმნილ არსებულ სამეცნიერო-საგანმანათლებლო და კომერციულ რესურსებს, რათა გამოვლინდეს და შეჯამდეს ქართული ენის თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობების საერთო სურათი და დაისახოს ქართული ენის ტექნოლოგიზაციის ხარისხის ამაღლების პერსპექტივები.
ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხოლო თანაორგანიზატორები არიან: სახელმწიფო ენის დეპარტამენტი და „დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია - საქართველო“.
გამოფენა-პრეზენტაციის პროგრამა
ენათა ევროპული დღე
სექტემბერი