+995 32 ‎2 407 222

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ  გახსნა. დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს და ქართული ენის დღე მიულოცეს საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა, ნინო წილოსანმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, როინ მეტრეველმა. გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი ასევე, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს საპატრიარქოს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში აქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა  ენათმეცნიერებსა და პედაგოგებს, რომელთაც გამორჩეული წვლილი მიუძღვით ქართული ენის შენარჩუნება-განვითარების საქმეში, საპატიო ჯილდოები გადასცა. მათ შორის დაჯილდოვდა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თანამშრომელი ლადო ზირაქაშვილი ქართული ენის ლექსიკოლოგიაში შეტანილი წვლილისათვის.

ამ დღეს ღონისძიებები არ არის