სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მონაწილეობით, მეცნიერებისა და ინოვაციის ფესტივალის ფარგლებში, სამეცნიერო კონფერენცია „სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკა და სამცხე-ჯავახეთის ონომასტიკა” ჩატარდა
სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მონაწილეობით, მეცნიერებისა და ინოვაციის ფესტივალის ფარგლებში, 22–23 სექტემბერს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად რესპუბლიკური.კონფერენციაზე სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წარმოადგინეს მოხსენებები შემდეგ თემებზე:
· მუნიციპალური ტოპონიმიისა და გეოგრაფიული ობიექტების ინგლისური ტრანსლიტერაციისა და თარგმანის საკითხები;
· ხმოვანფუძიან გეოგრაფიულ სახელთა მართლწერასთან დაკავშირებლი პრობლემები;
· ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის პრობლემები: ქართული ბგერითი სისტემის ლათინურად და ინგლისური ენის ბგერათა ქართულად ტრანსლიტერაცია.
კონფერენციაზე განიხილეს სახელმწიფო ენის სწავლებისა და სამცხე-ჯავახეთის გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხები.ამავე კონფერენციაზე მონაწილეობდა ფერეიდნელი ქართველი ჰოსეინ მიქელანი, იგივე სოსო მიქელაძე, რომელმაც ფერეიდნელი ქართველებისთვის შექმნილი ქართული ენის სახელმძღვანელო წარმოადგინა.სახელმწიფო ენის დეპარტამენტი მადლობას უხდის სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციას აქტიური თანამშრომლობისათვის.
ნოემბერი 2025  | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი | 
| 27 | 28 | 29 | 30 | 31 | 01 | 02 | 
| 03 | 04 | 05 | 06 | 07 | 08 | 09 | 
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 
| 01 | 02 | 03 | 04 | 05 | 06 | 07 |