+995 32 ‎2 407 222

ტრენინგი საჯარო სამსახურებში დასაქმებული რედაქტორ-კორექტორებისათვის

 

სახელმწიფო ენის 10-წლიანი სტრატეგიის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქართული სალიტერატურო ენის ნორმების განახლებისა და დანერგვის მიზნით არაერთი შეხვედრა დაგეგმეს და განახორციელეს სხვადასხვა უწყებისა და  პროფესიის წარმომადგენლებთან.

მიმდინარე წლის 14-16 დეკემბერს, ახელმწიფო ენის დეპარტამენტის სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსმა, პროფესორმა თინათინ ბოლქვაძემ ჩაატარა ტრენინგი საჯარო სამსახურებში დასაქმებული რედაქტორ-კორექტორებისათვის. შეხვედრაზე განიხილეს ქართული სალიტერატურო ენის ნორმების პრობლემატური საკითხები. ტრენინგზე 60-მდე რედაქტორი დარეგისტრირდა და დაესწრო.

სახელმწიფო ენის დეპარტამენტი პერიოდულად გამართავს ანალოგიური ფორმატის შეხვედრებს.