+995 32 ‎2 407 222

შეხვედრა კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენლებთან

 სახელმწიფო ენის დეპარტამენტში კონკურენციის სამართლის ლექსიკონთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 საქართველოს კონკურენციის სააგენტო ევროკავშირის პროექტ „საქართველოს კონკურენციის მხარდაჭერის“ ფარგლებში მუშაობს კონკურენციის სამართლის ლექსიკონზე.

 ლექსიკონის მიზანია კონკურენციის სფეროს ტერმინების ქართული შესატყვისების დამკვიდრება.

 ლექსიკონში მოცემულია როგორც სამართლებრივი, ასევე ეკონომიკური ტერმინები.

 ლექსიკონი გამოსადეგი იქნება როგორც კონკურენციის სფეროში მომუშავე პირებისათვის, ასევე ბიზნესსექტორისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

 სახელმწიფო ენის დეპარტამენტსა და საქართველოს კონკურენციის სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ ლექსიკონში მოცემული ტერმინოლოგიის შეფასებას ქართული ენის ნორმების შესაბამისად.

ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829303101
02030405060708
09101112131415
16171819202122
23242526272829
30010203040506

ამ დღეს ღონისძიებები არ არის