სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე სარეკლამო და მარკეტინგულ კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა
სახელმწიფო ენის დეპარტამენტი სარეკლამო და მარკეტინგულ კომპანიებს ხვდება. სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თანამშრომლები სარეკლამო კომპანია „ალმას“ წარმომადგენლებს შეხვდნენ.შეხვედრაზე განიხილეს მოქმედი საქართველოს კანონი სახელმწიფო ენისა და რეკლამის შესახებ, ტრანსლიტერაციის წესები და სალიტერატურო ნორმები, რომლებიც დაცული უნდა იყოს სარეკლამო-საინფორმაციო მასალების დამზადების დროს. სახელმწიფო ენის დეპარტამენტი და სარეკლამო კომპანია „ალმა“ შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე. სარეკლამო და მარკეტინგულ კომპანიებთან შეხვედრები მიზნად ისახავს საჯარო ინფორმირებისათვის განკუთვნილი წარწერების, აბრებსა და სარეკლამო ბანერებზე ქართულენოვანი წარწერების მოწესრიგებას. „ალმა“ საქართველოში წამყვანი კომპანიაა გარე რეკლამის ბაზარზე. კომპანიას აქვს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში რეკლამის განთავსების ექსკლუზიური უფლება და ამიერკავკასიაში ყველაზე მაღალტექნოლოგიური სტამბა „DGM“.დღეს კომპანიის მფლობელობაში არსებული ბილბორდები როგორც თბილისში, ასევე საქართველოს თითქმის ყველა ქალაქშია განთავსებული.
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე
ნოემბერი
სახელმწიფო ენის დეპარტამენტი
მაისი