
ტრენინგი საჯარო სამსახურებში დასაქმებული რედაქტორ-კორექტორებისათვის
სახელმწიფო ენის 10-წლიანი სტრატეგიის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქართული სალიტერატურო ენის ნორმების განახლებისა და დანერგვის მიზნით არაერთი შეხვედრა დაგეგმეს და განახორციელეს სხვადასხვა უწყებისა და პროფესიის წარმომადგენლებთან.
მიმდინარე წლის 14-16 დეკემბერს, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსმა, პროფესორმა თინათინ ბოლქვაძემ ჩაატარა ტრენინგი საჯარო სამსახურებში დასაქმებული რედაქტორ-კორექტორებისათვის. შეხვედრაზე განიხილეს ქართული სალიტერატურო ენის ნორმების პრობლემატური საკითხები. ტრენინგზე 60-მდე რედაქტორი დარეგისტრირდა და დაესწრო.
სახელმწიფო ენის დეპარტამენტი პერიოდულად გამართავს ანალოგიური ფორმატის შეხვედრებს.
ივნისი 2025 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | 01 |
02 | 03 | 04 | 05 | 06 | 07 | 08 |
09 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 01 | 02 | 03 | 04 | 05 | 06 |