+995 32 ‎2 407 222

მშობლიური ენის დღე

 

21 თებერვალს, მშობლიური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში სახელმწიფო ენის დეპარტამენტის, ქალაქ თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიისა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთობლივი ღონისძიება გაიმართა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მშობლიური ენის დღე მიულოცა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ქალაქ თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ლაბუჩიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილენუნუ მიცკევიჩი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია.

მშობლიური ენის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, საქართველოს მოქალაქეთა ინტეგრაციაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე ქართულ-აფხაზურ, ქართულ-სომხურ, ქართულ-აზერბაიჯანულ, ქართულ-უკრაინულ და ქართულ-პოლონურ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის ღონისძიებაზე 15 მეცნიერი და ხელოვანი დაჯილდოვდა.

 

აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31010203040506
07080910111213
14151617181920
21222324252627
28293001020304
05060708091011

ამ დღეს ღონისძიებები არ არის