+995 32 ‎2 407 222

 

 

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თანამშრომლები მიმდინარე წლის 14-18 ივლისს ქალაქ ბათუმში მივლინებით იმყოფებოდნენ

მიმდინარე წლის 14-18 ივლისს ქალაქ ბათუმში მივლინებით იმყოფებოდნენ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თანამშრომლები.
 2024 წლის 15 ივლისს გაიმართა შეხვედრა ქალაქ ბათუმის მერიაში სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის (სტრატეგიის) 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით. შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თანამშრომლები, ბათუმის საკრებულოს სახელდების კომისიის თავმჯდომარე, განათლებისა და კულტურის, ზედამხედველობის, არქიტექტურისა და დამისამართების სამსახურების უფროსები.
 2024 წლის 15-18 ივლისს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სახელმწიფო ენის ფუნქციონირების მდგომარეობის კვლევის მიზნით, შეამოწმეს ბათუმის ცენტრალური უბნების ტურისტულად და კომერციულად დატვირთულ ქუჩებში განთავსებული გარე აბრები. დარღვევის მქონე ობიექტებს მიეცათ ზეპირი რეკომენდაციები.
საანალიზო მასალის დამუშავების შემდეგ გამოქვეყნდება დეტალური ანგარიში და საჭიროებისამებრ გაიცემა წერილობითი რეკომენდაციები.