21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა
21 თებერვალს თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში სახელმწიფო ენის დეპარტამენტის, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიისა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთობლივი ინიციატივით მშობლიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მშობლიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ გახსნა.
ღონისძიებაზე სიტყვით სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე,, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, აფხაზეთის ა/რ მთავრობის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე მედეა ღლონტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თინათინ ბოლქვაძე, ფილოლოგიის დოქტორი პროფესორი ნაირა ბეპიევი, ჟურნალ „ცისკრის“ მთავარი რედაქტორი ამირან გომართელი, მწერალი სალომე კაპანაძე, აფხაზური ენის მთარგმნელი ირმა ოსია და აზერბაიჯანული, სომხური, ქისტური (ჩეჩნური), უკრაინული, ასურული თემის წარმომადგენლები: ლეილა ალიევა, ჰენრიხ პეტროსიანი, მექა ხანგოშვილი, ვალენტინა მარჯანიშვილი და ეკატერინა ბიტკაში გამოვიდნენ. საღამოს უძღვებოდნენ თინათინ ბოლქვაძე და ირაკლი შამათავა.
ნესტან ბაგაურის ორგანიზებით, წარმოდგენილი იყო სამი მულაჟი კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან, კერძოდ, მეფე თამარის კუთვნილი სახარება - ვანის ოთხთავი (XII-XIII სს), საგანგებოდ მეფე გიორგისათვის გადაწერილი ბეგთაბეგისეული „ვეფხისტყაოსანი“ (1680 წლის) და VII საუკუნის ხანმეტი ლექციონარი. ღონისძიებაზე ასოციაცია „ქართული შრიფტმა“ გამოფინა სხვადასხვა ეპოქის შრიფტები, ლექსიკონები, იშვიათი მხატვრული გამოცემები და თარგმანები.
თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ქორეოგრაფიული ანსამბლებმა, „ლაშქარმა“ და „თამარიონმა“ შეასრულა აფხაზური და ოსური საცეკვაო ნომრები, ასევე თოჯინების თეატრალური სანახაობა წარმოადგინა მეზღაპრემ და მეთოჯინემ არმენ ოგანეზიანმა.
სამი კალიგრაფმა, ლეილა ბაღბაია, დავით მაისურაძემ და ნინი იკაშვილმა წარმოადგინეს კალიგრაფიული ნამუშევრები. ბანერზე შესრულდა კალიგრაფიული წარწერა „მშობლიური ენის საერთაშორისო დღე“, რომელზეც მონაწილეებმა და მოწვეულმა სტუმრებმა ღონისძიების ბოლოს ხელი მოაწერეს.
მშობლიური ენის საერთაშორისო დღე იუნესკომ ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით 1999 წელს დააწესა.