+995 32 ‎2 407 222

სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის პროგრამა

 

11-16 აპრილს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ორგანიზებით სახელმწიფო ენის კვირეული გაიმართება. კვირეულის ფარგლებში მრავალფეროვანი ღონისძიებებია დაგეგმილი:

სახელმწიფო ენის სტრატეგიის ამოცანებთან დაკავშირებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ერთად, გაიმართება სადისკუსიო პლატფორმის პირველი სხდომა.

12 აპრილს  სახელმწიფო ენის დეპარტამენტი  წარადგენს  მე-2 ბიულეტენს, რომელშიც შესულია საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ქართული სალიტერატურო ენის ნორმები. ამავე დღეს გაიმართება ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია, რომლის ორგანიზატორიც დეპარტამენტთან ერთად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია.

13 აპრილს ეუთოს უმაღლეს კომისარ კაირატ აბდრახმანოვ შეხვედრას გამართავ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან.

14 აპრილს სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე ქართული ენის ფესტივალისაკონკურსო ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა და სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან.

კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია საჯარო ლექციები საბავშვო უნივერსიტეტთან ერთად.

ქართული ენის კვირეულის ამ და სხვა ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია ვრცლად იხილეთ პროგრამაში. ჩამოტვირთვა

 

 

 

 

ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829303101
02030405060708
09101112131415
16171819202122
23242526272829
30010203040506

ამ დღეს ღონისძიებები არ არის